14 ივნისი, თბილისი, სასტუმრო „ტელეგრაფი"
Spotlight X წელს, 14 ივნისს, სასტუმრო „ტელეგრაფში“ ჩატარდება. Spotlight 2013 წლიდან აერთიანებს მარკეტინგის, ბიზნესის, შემოქმედებითი და ტექნოლოგიების სფეროს წარმომადგენლებს — ადამიანებსა და ბრენდებს, რომლებსაც აინტერესებთ იდეები, ცვლილებები და ის პროცესები, რომლებიც თანამედროვე პროფესიულ გარემოს განსაზღვრავს.
წლების განმავლობაში Spotlight ჩამოყალიბდა სივრცედ, სადაც თავს იყრის გამოცდილება, ინდუსტრიის ხედვები და რეალური ისტორიები წარმატებაზე, მარცხზე, ექსპერიმენტებსა და იმ გზებზე, რომლებიც მუდმივად იცვლება. სტუმრებისთვის კი ეს არის დაუვიწყარი დღე შთაგონებისა და ახალი კავშირებისთვის.
მთელი დღის განმავლობაში შესაძლებელი იქნება ინსპირაციულ გამოსვლებსა და პანელ-დისკუსიებზე დასწრება.
სცენაზე წარდგებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ისაუბრებენ გადაწყვეტილებებზე, ცვლილებებთან ადაპტაციაზე, პროფესიულ გამოწვევებსა და იმ პროცესებზე, რომლებიც ხშირად კულისებში რჩება.
ტრადიციულად, Spotlight-ის მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ ნეთვორქინგი და მასტერკლასების სივრცე იქნება — ეს არის შესაძლებლობა, შეხვდე კოლეგებს, გაიცნო ახალი ადამიანები და იდეები არაფორმალურ გარემოში გაცვალო.
31 მაისს ცნობილი გახდება სპიკერების სრული სია, ბილეთების შეძენას კი 1 ივნისიდან შეძლებთ ვებგვერდებზე: tkt.ge და biletebi.ge. საქართველოს ბანკისა და Visa ბარათებით შეძენისას იმოქმედებს 15%-იანი ფასდაკლება.
ღონისძიების მასპინძელია: The Telegraph Hotel
Spotlight X-ის წარმდგენია: საქართველოს ბანკი
გენერალური პარტნიორი: Betsson
პლატინის სპონსორები: Visa, Tegeta
ოქროს სპონსორები: Smartsoft, თეთრი კვადრატი
პარტნიორები: Upgaming, Self.HR, Jacobs, Silknet, Redbull, საქართველოს უნივერსიტეტი, Silk Rewards, Signall.ge, National Geographic, Render Group